ზაფხულის კამპანია — გრინვეი ყველგანაა გრძელდება, ამჯერად შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან გაიმართა.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში სს გრინვეი საქართველო ერთ სერვის ცენტრს ფლობს და ასევე, პერიოდულად მობილური ხაზით ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას. კომპანიამ რეგიონში დაახლოებით ერთი მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და შექმნა 10 ახალი სამუშაო ადგილი.

სს გრინვეი საქართველოს დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების სამუშაო პროცესი და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა გააცნო. ასევე, სტაჟირების და შემდგომ დასაქმების პროგრამას გაეცნო ზურაბ სეხნიაშვილი.

სს გრინვეი საქართველოს მოსახლეობას 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ორთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. პროგრამაში ჩართული სტაჟიორები ტექნიკური ინსპექტირების სერვის ცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ. სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე.

სს გრინვეი საქართველო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 10 სერვის ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასევე, ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის, სადაც ტექნიკური ინსპექტირების მუდმივი ცენტრები არ არის, კომპანია გადასატან ტექინსპექტირების სადგურებს ფლობს. სს გრინვეი საქართველოს პარტნიორია ესპანური ტექნიკური ინსპექტირების ბრენდი Applus, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. სწორედ, ესპანური გამოცდილების გათვალისწინებით მოეწყო ტექინსპექტირების ქსელი საქართველოში და გრინვეი მთელი საქართველოს მაშტაბით მომხმარებელს მაღალკვალიფიციურ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 53 მლ ინვესტიცია და შექმნა 370 სამუშაო ადგილი.