პროკურატურაში რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს
საქართველოს პროკურატურაში რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას გამოკითხვა მიმდინარეობს. დამენია რუსთავი 2-სა და ინტერმედიას შორის, ფინანსური ოპერაციების დეტალების გასარკვევად დაიბარეს. რუსთავი 2-ის ცნობით, დამენია ტელეკომპანიის ფინანსურ სამსახურს 2015 წელს ხელმძღვანელობდა.
კახა დამენიამ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე კურიერს უთხრა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და მზად არის, გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხოს.
"ყველაფერი იყო იურიდიულადაც და ფინანსურადაც აბსოლუტურად გამართული და სწორი. რა პერიოდზეც მე ვიყავი, ის პერიოდი ვიცი, იმ პერიოდზე გამოვრიცხავ არათუ დანაშაულს, გადაცდომასაც კი. საქართველოში, ალბათ, ადამიანს ყველაფრის მოლოდინი უნდა ჰქონდეს. ასეთი ისტორია აქვს, სამწუხაროდ, საქართველოს. მე არაფერს არ ველოდები იმიტომ, რომ ძალიან თეთრი ბრჭყვიალა ძაფით უნდა შეიკეროს, რომ რაიმე სამართლებრივი პრობლემა ნახონ მაგ პერიოდზეე", — განაცხადა კახა დამენიამ.
ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები მედიაზე ზეწოლის მცდელობას უკავშირდება.
"გამოძიების მოტივაცია ამ საქმეში არის არა იმის დადგენა, რომ ხდებოდა თუ არა კანონიერად, ღიად და გამჭვირვალედ სარეკლამო დროსთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციები, ეს ისედაც ცხადია მათთვის, გამოძიების მოტივაცია არის, რომ ამ პროცესს, პიარული თვალსაზრისით მაინც, მიაბას გარკვეული პირები, რომ ააგოროს თემა, რაც მომავალში შეიძლება გამოყენებული იქნეს მედიაზე ზეწოლისთვის", — აცხადებს ბექა ბასილაია.
პროკურატურის ცნობით, დაწყებულია გამოძიება რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე. მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები რუსთავის 2-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის ინტერმედია და ინტერმედია პლუსიდან, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.
საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები უკვე იყვნე რუსთავი 2-ში. კერძოდ კი მე-15 ოთახიდან, სადაც ინტერმედიას სამუშაო სივრცე იყო, დოკუმენტები და სეიფი წაიღეს. გამომძიებლის თქმით, ჯერ სეიფი არ გაუხსნიათ. მისი განცხადებით, დაწყებულია დოკუმენტაციის შესწავლა. ამ საქმეზე უკვე დაიკითხა ნიკა გვარამია, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. არ არის გამორიცხული ის მეორედ დაიბარონ დაკითხვაზე.
ფორმულა კრეატივის დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე კი ინტერმედიაში პროკურატურის შესვლას ფორმულა კრეატივის მიერ ახალი ტელეარხის დაფუძნების შესახებ განაცხადს უკავშირებს. მშვილდაძის თქმით, ამას წინ უძღოდა რუსთავი 2-ის ახალ გენერალურ დირექტორთან შეხვედრა, სადაც, მისი თქმით, ადამიანი, სახელად ზაზა აფრთხილებდა, რომ თუ რუსთავი 2-თან თანამშრომლობას არ გააგრძელებდნენ სერიალ ჩემი ცოლის დაქალებით, ინტერმედიას მიმართულებით პრობლემები შეიქმნებოდა. მუქარის შესახებ ბრალდებებს უარყოფს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია. მისი თქმით, ოთახი, სადაც პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა, ინტერმედიას იჯარით აქვს აღებული რუსთავი 2-ისგან.
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები