ფეისბუქკონკურსი, რომელიც Wizz Air-ის სახელით ამსტერდამში ორკაციანი საგზურს ათამაშებს, რეალური არაა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს Wizzair-ში დაუდასტურეს. კომპანია აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციასაც გაავრცელებს.

გვერდი, რომელიც ფეისბუქზე Wizz Air Georgia-ს სახელით იძებნება, კომპანიის ოფიციალური გვერდი არ არის და ერთი თვის წინ, პირველ ივლისს შეიქმნა. პოსტს, რომელიც ყალბ ინფორმაციას შეიცავს, უკვე 41 000-ზე მეტი გაზიარება და 40 000-მდე კომენტარი აქვს.