12 საათიანი მსჯელობის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატად კრისტალინა გეორგიევა წარადგინეს. ის ამ დრომდე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს.

65 წლის კრისტალინა გეორგიევას ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მხარდაჭერით მოუგო მთავარ კონკურენტს ნიდერლანდების ყოფილ ფინანსთა მინისტრს. მან გეორგიევას გამარჯვება უკვე მიულოცა.

გეორგიევა მემარჯვენე-ცენტრისტი პოლიტიკოსია, რომელიც ბულგარეთში კომუნიზმის ეპოქაში გაიზარდა.

ივლისის დასაწყისში ევროკავშირმა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი წარადგინა. ლაგარდმა განაცხადა, რომ ახალი პოსტის დაკავებამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს.