დოკუმენტურ ფილმში I Am Patrick Swayze (მე პატრიკ სუეიზი ვარ), ლეგენდარულ მსახიობს მეგობრები და კოლეგები იხსენებენ.

ფილმის ტრეილერში დემი მური, სუეიზის პარტნიორი Ghost-ში, ამბობს, რომ მას "უწევდა უფრო მეტი ემუშავა", რათა ჰოლივუდში სერიოზულად მიეღოთ.

"პატრიკს ჰქონდა რაღაც, რაც მას უხეშს ხდიდა, მაგრამ ასევე ჰქონდა ზემოქმედების მოხდენის ლამაზი, ნაზი, მგრძნობიარე უნარი" — ამბობს მური.

ამას ბობ ლოუიც ეთანხმება — სუეიზის პარტნიორი ფილმში The Outsiders.

"პატრიკი ისე თამაშობდა, თითქოს რაღაც უნდოდა დაემტკიცებინა" — ამბობს ლოუი.

სუეიზი 2009 წელს გარდაიცვალა პანკრეასის კიბოთი.

ფილმი ინტერვიუებით და საოჯახო ვიდეოებით მოგვითხრობს მის ტეხასში გატარებულ ბავშვობაზე, პირად ცხოვრებასა და კარიერაზე.

პრემიერა 2 აგვისტოს სან ანტონიოს ფილმის ფესტივალზე შედგა.