ინტერნეტში ძრომიალს და გართობას თუ ზედმეტად დიდ დროს უთმობ, მაშინ, სულაც არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ ეს ორი თხა შენზე გაცილებით უკეთ ცეკვავს.

საქმე ის არის, რომ ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე ძალიან სახალისო ვიდეო ატვირთა, რომელშიც ორი უსაყვარლესი ცხოველი რიტმულ მოძრაობებს აკეთებს.

პოსტი მალევე გავირუსდა და ბევრი დადებითი გამოხმაურებაც დაიმსახურა — ვიდეო სხვა მომხმარებლებისთვისაც არაჩვეულებრივი ინსპირაციის წყარო გახდა და უხმო კადრების სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზეს. ამჯერად მუსიკალურად გაფორმებული:

გაიცანით კლივი და ჰენკი

გაბღენძილი თხები

შეიძლება გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ, ამ მოცეკვავე თხებს მსოფლიოში ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ

შენ რომელ მუსიკას შეურჩევდით ვიდეოს?