ფრანგი რეჟისორი და მსახიობი გიიომ კანე პირად ინსტაგრამსა და ფეისბუქზე სოციალურ მედიაში გავირუსებულ ვიდეოს აქვეყნებს.

დაახლოებით 15-წამიანი სახალისო ვიდეო ქობულეთშია გადაღებული და მასში ჩანს კაცი, რომელიც მობილურს გამალებით ეძებს. თუმცა ის მის ზურგზეა მიკრული.

"მობილური ცოტათი ჭკუას ხომ არ გვაკარგვინებს?" — წერს მსახიობი პოსტის აღწერაში.

გიიომ კანე მონაწილეობს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა Last Night და Love Me If You Dare.