ივლისის ბოლოს სასამართლომ კეტი პერის Dark Horse ქრისტიანული რეპის პლაგიატად მიიჩნია, როდესაც კალიფორნიელმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ამერიკელი პოპვარსკვლავის 2013 წლის ჰიტი სხვა სიმღერის საავტორო უფლებების დარღვევითაა შექმნილი.

სარჩელი ქრისტიანული რეპის შემსრულებელს, მარკუს გრეის ეკუთვნის, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით — Flame. ის ამტკიცებდა, რომ მისი ნამუშევრიდან, Joyful Noise მელოდია პერის 2013 წლის ჰიტში გამოიყენეს.

გუშინ, 1-ლ აგვისტოს, სასამართლომ Flame დაზარალებულად ცნო და მოპასუხეებს მისთვის 2,7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამ თანხიდან კეტი პერი მხოლოდ $550 ათასს გადაიხდის, დიდ ნაწილს კი მისი ლეიბლი, Capital Records დაფარავს.

რეპერის ადვოკატი ხმის ჩამწერი კომპანიისგან და პოპვარსკვლავისგან მინიმუმ 20 მილიონ დოლარს ითხოვდა. Capital Records-ის განცხადებით, Dark Horses-დან შემოსული მოგება 30 მილიონ დოლარს აჭარბებდა.

შეადარეთ სიმღერები თავად:

გაიგეთ მეტი: