სახალხო დამცველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი რეკომენდაცია, არ გასაჯაროვდეს გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, კვლავ ძალაშია:

"გვქონდა რეკომენდაცია, რომ გახმაურებული საქმეების შედეგების გასაჯაროება მაინცდამაინც არჩევნების წინა დღეებში არ მომხდარიყო, რათა მაქსიმალურად დაიწიოს ტემპერატურამ და მშვიდ გარემოში შევხვდეთ არჩევნებს. რეკომენდაცია კვლავ ძალაშია და მიგვაჩნია, რომ რადგან გამოძიება წლებია მიმდინარეობს, ჯობს ამ უახლოეს დღეებში არ გასაჯაროვდეს ეს შედეგები".

უჩა ნანუაშვილის თქმით, აღნიშნული რეკომენდაციის მიზანი არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაა. შეგახსენებთ, რომ არჩევნებზე სავარაუდო დარღვევის ფაქტებს ომბუდსმენის აპარატი ცხელ ხაზზე მიიღებს.