ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი წალენჯიხაში 9 წლის ქაიან ბელქანიას ესტუმრა და მას ერთ-ერთი ოცნება აუსრულა - ბევრი წიგნი ჩაუტანა, მათ შორის კოსმოსზე და ასტრონავტებზე. ქაიანის ბიბლიოთეკა სხვა თანატოლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ.

ფოტო: ეკვილიბრიუმი

"უკვე ბევრისთვის ცნობილ ქაიან ბელქანიას ვესტუმრეთ წალენჯიხაში - ძალიან უნდოდა და დიდი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ, მათ კოსმოსზე და ასტრონავტებზე წიგნებით. ამ საქმეს ეროვნული ბიბლიოთეკა, მისი მოძრაობა ეკვილიბრიუმი და გალფი კვლავაც ერთობლივად შევეჭიდეთ. მეტიც, კომპანია გალფმა დღეს ოჯახს თხოვნა შეუსრულა და წიგნებს მაცივარიც გავაყოლეთ ხელს. ქაიანი კი ბიბლიოთეკაში ამიერიდან წალენჯიხელ თანატოლებსაც უმასპინძლებს"- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.