ნიუ-იორკელი ქალი, რომელსაც ცოტა ხნის წინ 107 წელი შეუსრულდა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს გვიმხელს — ლუიზი ამბობს, რომ მარტო უნდა ვიყოთ.

დიახ, ქალი, რომელმაც საუკუნეზე მეტ ხანს იცოცხლა, გვირჩევს, რომ ჯანსაღი კვება და რეგულარული ვარჯიში არ დაგვავიწყდეს, თუმცა, მისი აზრით, მთავარია, რომ არასდროს დავქორწინდეთ.

"როცა სხვები ვარჯიშობენ, მეც ვარჯიშობ, თუ ცეკვავენ, ვცეკვავ. ახლაც კი შემიძლია ლანჩის შემდეგ მსუბუქი მოძრაობების გაკეთება ცეკვა და გართობა", — ამბობს ლუიზი.

ლუიზის დაც საკმაოდ ხანშიშესულია, ის 102 წლის არის. ქალმა საკუთარი დაბადების დღე დიდი წვეულებით აღნიშნა, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მცხოვრები ყველაზე ხანშიშესული ქალი ალელია მერფია, რომელიც 114 წლის არის და ისიც ნიუ-იორკში ცხოვრობს.