აივ-რეზისტენტობა იზრდება — აფრიკის, აზიის და ამერიკის ქვეყნების კვლევა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანალიზმა აჩვენა, რომ აფრიკის, აზიის და ამერიკის კონტინენტების 12-მა ქვეყანამ აივ-ის მკურნალობის ძირითად პრეპარატების (ეფავირენზი და ნევირაპინი) მიმართ რეზისტენტულობის დასაშვებ მაჩვენებლებს გადააჭარბა.
აივ-ინფიცირებულები რეგულარულ მკურნალობას იტარებენ მედიკამენტების "კოქტეილით", რომელსაც ანტირეტროვირუსული თერაპია ეწოდება. თუმცა ვირუსი ზოგჯერ მუტაციას განიცდის და პრეპარატების მიმართ გამძლე ხდება.
WHO-მ 18 ქვეყანაში, 2014 — 2018 წლების შუალედში, შემთხვევით შერჩეულ კლინიკებში გამოიკვლია აივ-თერაპიის მიმართ რეზისტენტულობის დონე.
ეფავირენზისა და ნევირაპინის მიმართ დაავადებულთა 10% რეზისტენტული აღმოჩნდა. სქესთა შორის ეს მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: კვლევაში მონაწილე ქალთა 12%-ზე მეტს მედიკამენტებზე რეზისტენტობა აღენიშნებოდა, ხოლო მამაკაცთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 8%-ს შეადგენდა.
ამას გარდა ამ პრეპარატების დანიშვნა სხვა პაციენტებისთვის უკვე მიზანშეწონილი არ არის, რადგანაც ამგვარად წამლის მიმართ ვირუსის გამძლეობა უფრო გაიზრდება. მკვლევარებმა თავიანთი შედეგები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თვიურ ანგარიშში გამოაქვეყნეს.
"მე ვფიქრობ, ჩვენ ზღვარი გადავკვეთეთ" — ამბობს მასიმო გიდინელი, პან ამერიკული ორგანიზაციის ინფექციური სნეულებების სპეციალისტი ვაშინგტონიდან.
კვლევის მიხედვით ძალზე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სუბ-საჰარულ აფრიკაში აივ-რეზისტენტული ახალშობილების რაოდენობა იზრდება. 2012 — 2018 წლებში ამ რეგიონის 9 ქვეყანაში გამოკვლეულ ახალშობილთა ნახევარს ეფავირენზის ან ნევირაპინის მიმართ რეზისტენტული აივ-ინფექცია ჰქონდა დიაგნოსტირებული.
ამგვარი რეზისტენტულობის ზუსტ მიზეზებს კვლევის ავტორები ვერ ასახელებენ, თუმცა იგი ყველაზე ხშირად მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანები მკურნალობის კურსს წყვეტენ. მაგალითისათვის, აივ-დაინფიცირებული ქალები თერაპიას ორსულობის პერიოდში, ნაყოფის დასაცავად იტარებდნენ, მაგრამ მკურნალობის კურსს მშობიარობის შემდგომ წყვეტდნენ. მსგავსი რეკომენდაცია WHO-ს ჰქონდა გაცემული 2015 წლამდე, როდესაც ორსულებსა და მეძუძურ დედებს მედიკამენტები მთელი ცხოვრება ენიშნებოდათ.
შესაბამისად იმ ადამიანებში, რომლებმაც ეფავირენზისა და ნევირაპინის მიღება შეწყვიტეს და შემდეგ განაახლეს, აივ-რეზისტენტობის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება (21%), ვიდრე პრეპარატის პირველად მიმღებ ადამიანებში (8%)
აივ-ინფიცირებული ადამიანები მედიკამენტის მიღებას ბევრი მიზეზის გამო წყვეტენ. განსაკუთრებულ როლს ამაში სტიგმა თამაშობს: პაციენტს შესაძლოა საერთოდ არ უნდოდეს ვინმე ნაცნობმა წამლის აღებისას დაინახოს. ანგარიშის მიხედვით, კლინიკებში წამლების დეფიციტის როლიც მნიშვნელოვანია რეზისტენტობის ჩამოყალიბებაში.
ფაქტობრივი მტკიცებულების საპასუხოდ, WHO-მ პრობლემატური ქვეყნებისთვის ახალი რეკომენდაცია გამოსცა და მათ უფრო ეფექტურ მედიკამენტზე, დოლუტეგრავირზე გადასვლა ურჩია. ამ პრეპარატის მიმართ აივ-ვირუსი მუტაციას ნაკლებად განიცდის და შესაბამისად რეზისტენტობაც დაბალია.
"მსოფლიო უნდა წავახალისოთ, რომ ეტაპობრივად დოლუტეგრავირის გამოყენებაზე გადავეწყოთ" — აღნიშნავს ინფექციონისტი როჯერ პარედესი. მის შემართებას მხარს უჭერენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ მკურნალობის კურსის შეწყვეტის და შემდგომ განახლების შემთხვევაში მსგავსი რეზისტენტობის განვითარების რისკი მოიმატებს.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები