ციფრული მედია არტისტი და პროგრამისტი ოივინ ქოლასი ვიზუალური ექსპერიმენტის ტექნიკასაც კარგად ფლობს. მისი ბოლო პროექტი, "ფერის ასიმილაციის ბადე-ილუზია", ძალზე მარტივი და ეფექტურია: შავ-თეთრ ფოტოზე წინასწარ არჩეული ფერებით შექმნილი ბადის დადება სურათის "გაფერადებას იწვევს.

ფოტო: Manuel Schmalsteig CC-BY-2.0 / Øyvind Kolås

რატომ აღიქვამს ჩვენი ტვინი რეალურად შავ-თეთრ სურათს ფერადად?

ფოტო 2: Manuel Schmalsteig CC-BY-2.0 / Øyvind Kolås

სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორის, ბარტ ანდერსონის მოსაზრებით ამ ოპტიკურ ილუზიაში აღწერილი ეფექტი ახალი და გასაოცარი ნამდვილად არ არის.

"მხედველობის მეცნიერები ფერთა აღქმის სისტემას "დაბალ სიხშირულს" (low pass) ვუწოდებთ. ტვინში ფერის მაკოდირებელი ველების უმრავლესობა საკმაოდ ვრცელია, აქრომატული უკანა ფონის პირობებში ბადის საშუალებით ფერი "თანაბრდება" და იგი ამგვარად უკავშირდება ფოტოს", — აღნიშნავს ანდერსონი.

უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ: ჩვენი ტვინი მიღებულ ვიზუალურ ინფორმაციას ერთგვარ კომპრესიას უკეთებს და გვაძლევს არა დეტალურ, არამედ ზოგად წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას ვუყურებთ.

ოპტიკური ილუზიის ეფექტის მისაღებად ქოლასი სხვა ალტერნატივებსაც იყენებდა. წერტილებისა და პარალელური ხაზების გამოყენებით იგი სასურველ ეფექტს იღებდა, თუმცა ბადე მაინც ყველაზე ეფექტური გამოდგა.

ოპტიკური ილუზია წერტილების გამოყენებით

ოპტიკური ილუზია პარალელური ხაზების გამოყენებით

ეს ოპტიკური ილუზია არამხოლოდ სტატიკურ სურათებზე, არამედ ვიდეოზეც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.