სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი მეგობართან და დიზაინერთან, მიშა ნონუსთან ერთად ტანსაცმლის საკუთარ ხაზს გამოუშვებს.

კოლექციიდან გაყიდული თითოეული მოდელიდან ერთი მოდელი Smart Works-ს გადაეცემა — ორგანიზაცია ქალებს სამუშაოს მოძიებაში ეხმარება, ინტერვიუსთვის ამზადებს და ტანსაცმლით უზრუნველყოფს.

მეგანმა პარტნიორობა ასევე შესთავაზა მოდის ბრენდებს Marks & Spencer-ს, John Lewis & Partners-ს და Jigsaw-ს.

მეგან მარკლის რედაქტორობით გამოდის Vogue-ის სექტემბრის ნომერი, რომელიც ქალთა გაძლიერებას ეძღვნება. მასში სასექსის ჰერცოგინია წერს, რომ Smart Work-ში ყოველთვის არაა შესაბამისი ზომის, სტილის სამოსი და ქალებს არჩევანის გაკეთება უჭირთ. მას სურს, რომ ორგანიზაციისთვის კლასიკური სტილის კოლექცია შექმნას.

ისევე, როგორც ვოგის ნომერი, ტანსაცმლის ახალი ხაზიც სექტემბერში გამოვა.

ამავე თემაზე: