ბორის ჯონსონი 24 ივლისს ოფიციალურად გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი და ის უკვე ახალი ქურთუკით გამოჩნდა, წარწერით Prime Minister (პრემიერმინისტრი).

ქურთუკი დემნა გვასალიას ბრენდის, ვეტმოს შეკერილია და გაზაფხული-ზაფხული 2020-ის კოლექციიდან არის. როგორც The Guardian წერს, ის ჯონსონს საზღვაო ბაზაზე სტუმრობისას შოტლანდიის თავდაცვის მინისტრმა აჩუქა.

სურათები ჯონსონმა ტვიტერზეც გამოაქვეყნა და სამხედრო პირებს მადლობა გადაუხადა.

ჯონსონის სტილმა ბევრს მოაგონა პრეზიდენტად ახლადარჩეული დონალდ ტრამპი, რომელსაც 2017 წლის მარტში, ასევე საზღვაო ბაზაზე ვიზიტისას, ქურთუკზე მთავარსარდალი ეწერა.