გალში, სოფელ საბეროში ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის გამო საქართველოს მოქალაქეს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება დე ფაქტო აფხაზეთის სასამართლომ მიიღო.

51 წლის კაცი 23 ივლისს დააკავეს. დაკავების შესახებ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.