იაპონიაში მაღალი ტემპერატურის გამო ჯამში 11 ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 28 წლის პირია, რომელსაც 16 კილოგრამის წონის თილისმის კოსტიუმი ეცვა და ოსაკას ერთ-ერთ პარკში 20 წუთის განმავლობაში ცეკვავდა.

BBC-ის ინფორმაციით, წინა კვირას მაღალი სიცხის გამო საავადმყოფოებს 5 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ასევე, ჰოსპიტალიზირებულთა 50 პროცენტი 65 წლის ასაკის ზემოთ პირია. მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა ისევ აიწევს.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 37C° ორშაბათს, 29 ივლისს ცენტრალურ იაპონიაში, გიფუს პრეფექტურაში და ჩრდილოეთ იაპონიაში, ივატეს პრეფექტურაში დაფიქსირდა.

ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც იაპონიაში გაუსაძლისად მაღალი ტემპერატურაა. წინა წლის ივლისში ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა სტიქიურ უბედურებად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ერთ კვირაში სიცხის გამო 65 ადამიანი გარდაიცვალა.