ევროკავშირის ელჩებმა მიაღწიეს შეთანხმებას და მწვანე შუქი აუნთეს ევროპის საბჭოს, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროპის პარლამენტთან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე ავრცელებს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების გზაზე, რის შემდეგაც პროცესი დაჩქარდება.