ზოგადი უნარების 2019 წლის გამოცდის შედეგებით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის 13 პროცენტმა ვერ გადალახა. გამოცდის მაქსიმალური (80) ქულა ვერცერთმა აბიტურიენტმა ვერ მიიღო, ხოლო 79 ქულა მხოლოდ ორს აქვს. გამოცდის პირველ და მესამე ვარიანტებში 61 ქულაზე მეტი მხოლოდ 6-6%-მა მიიღო.

ზოგადი უნარების გამოცდა საქართველოში 2005 წლიდან ტარდება, 2020 წლიდან კი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.