რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავიაციამ ციმბირში ტყის ხანძრების ჩაქრობა დაიწყო. TASS-ის ინფორმაცია, ხანძარს კრასნოიარსკისა და იაკუტსკის მხარეებში აქრობენ.

ხანძრის ჩაქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი საჰაერო ხომალდია ჩართული. ამავე დროს, კრასნოიარსკის მხარეში ვერტმფრენეს მაშველები გადაჰყავს, რათა ადგილობრივ მაცხოვრებლებს დაეხმარნონ.

ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მილიონობით ჰექტარი იწვის. მხოლოდ კრასნოიარსკის მხარეში ერთ მილიონ ჰექტარზე მეტი დაიწვა.

ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობაზე უარს ამბობდა. კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორმა ისიც კი თქვა, რომ ტყის ხანძრების ჩაქრობა უაზრობაა.