მოდელი შანინა შეიკი ამბობს, რომ ვიქტორია სიქრეთის 2019 წლის შოუ აღარ გაიმართება. ის რამდენიმე წლის განმავლობაში გამოდიოდა შოუზე.

"სამწუხაროდ შოუ წელს არ გაიმართება. ეს ჩემთვის უცხოა, რადგან თითქმის ყოველი წლის ამ პერიოდში ვვარჯიშობ და ანგელოზობისთვის ვემზადები. დარწმუნებული ვარ, რომ შოუ მომავალში დაბრუნდება, ისინი ბრენდინგზე მუშაობენ და ახალ გზებს იპოვიან, რადგან ვიქტორია სიქრეთის შოუ მსოფლიოში საუკეთესო შოუა", — თქვა მან.

ვიქტორია სიქრეთის შოუ 1995 წლიდან იმართება. 2019 წლის მაისში ბრენდმა განაცხადა, რომ შოუ ტელევიზიით აღარ გადაიცემოდა. რაც შეეხება შოუს გაუქმებას, ამაზე თავად ბრენდს ჯერ არაფერი უთქვამს.

შარშან შოუ დატოვა VS-ს ანგელოზმა, ადრიანა ლიმამ. 2017 წელს კი ვიქტორია სიქრეთს ლიმას მეგობარი და ერთ-ერთი ანგელოზი ალესანდრო ამბროსიო დაემშვიდობა.

ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო ვიქტორია სიქრეთის შოუზე. 2014 წელი.

ფოტო: Getty Images

ამავე თემაზე: