ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მცირე რადიუსის კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. 31 ივლისს გაშვებულმა რაკეტებმა 30 კილომეტრის სიმაღლეზე 250 კილომეტრი გაიარეს.

სამხრეთ კორეის ინფორმაციით, რაკეტები, სავარაუდოდ, ტესტიტრების ფარგლებში გამოსცადეს. სეულში ამბობენ, რომ ახალი რაკეტები 25 ივლისის რაკეტებს ჰგავს.

სეულში აცხადებენ, რომ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა ნახევარკუნძულზე დაძაბულ სიტუაციის განმუხტვას ხელს არ უწყობს და მოუწოდებს ფხენიანს, რომ ცდები შეაჩეროს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა უკვე ჩატარდა.

ჩრდილოეთ კორეას რაკეტების გაშვება ჯერ არ შეუფასებია. წინა ჯერზე ფხენიანში განაცხადეს, რომ ეს იყო გაფრთხილება სამხრეთ კორეისთვის, რადგან აშშ-სთან ერთად სამხედრო წვრთნების ჩატარებასა და მისგან იარაღის ყიდვას აპირებს.