ჩეჩნეთში მთავრობის კრიტიკის გამო მოზარდს 40 წუთის განმავლობაში ბოდიშები ახდევინეს
ჩეჩნეთში მთავრობის კრიტიკის გამო 16 წლის ბიჭს, მაგომედ ახმატოვს 40 წუთის განმავლობაში ტელევიზიის ეთერით ბოდიშები ახდევინეს. ბიჭი მთავრობის შესახებ კრიტიკულ კომენტარებს წერდა.
BBC-ს ინფორმაციით, მოზარდი ჩეჩნეთის მთავრობას კორუფციასა და რწმენისგან განდგომილობაში ადანაშაულებდა. "მეც მოგპარავთ მილიარდებს და 50 ბინას გაჩუქებთ", — წერდა ბიჭი ერთ-ერთ კომენტარად.
Grozno TV-ზე გასულ სიუჟეტში, მოზარდი ყვება, რომ ევროპასა და სირიაში მაცხოვრებლებს დაუჯერა და იმის შესახებ წერდა, რაც არ იცოდა. სიუჟეტში ჩანს ჩეჩნეთის მუფთი, რომელიც ამობეჭდილი კომენტარებით ბიჭს აკრიტიკებს, მოზარდის დედა და ბიძია კი ამბობენ, რომ "ბავშვს ვერ მიხედეს".
"ძალიან ვნანობ, ინტერნეტში მომატყუეს. ვეცდები, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. მთელ ჩეჩენ ხალხს ვთხოვ პატიებას", — ამბობდა ამტირალებული ბავშვი.
სანამ მაგომედ ახმატოვს გროზნოს ტელევიზიით აჩვენებდნენ, მოზარდზე ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა ისაუბრა. ერთ-ერთ მინისტრთან შეხვედრისას კადიროვმა თქვა, რომ ბიჭი მას სხვადასხვა მიუღებელი სიტყვებით მოიხსენიებდა.
"გუშინ იპოვეს, ვფიქრობდი, რომ ვერ ვიპოვიდით ინსტაგრამზე. აღმოჩნდა, რომ ოჯახს ძალიან უჭირს, მამა არ ჰყავს. საწყალი დედა", — ამბობდა კადიროვი.
ადგილობრივი ტელევიზიით გასულ სიუჟეტში, ასევე, ჩანს ექსტრემიზმის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი, რომელიც ამბობს, რომ უწყება მუდამ თვალს ადევნებს იმათ, ვინც ექსტრემისტულ და ტერორისტულ საქმიანობას ეწევიან. სიუჟეტის ავტორის თქმით, ბიჭი სამართალდამცავების დახმარებით იპოვეს. რა ელის მოზარდ სამომავლოდ უცნობია.
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები