ჯოშ ლანიკი 36 წლის პედაგოგია, რომელიც ცოტა ხნის წინ არკანზასის შტატის პარკს ეწვია და შინ დიდებული აღმოჩენით დაბრუნდა.

საქმე ის არის, რომ მასწავლებელმა პარკში არც მეტი, არც ნაკლები 2,12-კარატიანი ბრილიანტი იპოვა.

"დავინახე, რომ რაღაც ბრწყინავდა და როდესაც ავიღე, მივხვდი, რომ ამ უცნაურ სხეულს მკვეთრი კუთხეები არ ჰქონდა", — ამბობს ჯოში.

კაცმა საკუთარი აღმოჩენა მაშინვე თავის ცოლს უჩვენა და შესანახად გადასცა. პარკის მონახულების შემდეგ კი ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ალმასის სამძებრო ცენტრში მისულიყვნენ და გაერკვიათ, თუ რამდენად ღირებული ქვა იპოვეს.

გაირკვა, რომ ნებრასკელმა მასწავლებელმა უძვირფასესი, მუქი შეფერილობის ბრილიანტი იპოვა, რომლის შეძენის სურვილიც მაშინვე გაუჩნდათ პარკის თანამშრომლებს, თუმცა ლანიკების ოჯახმა ძვირფასი ქვის გაყიდვაზე უარი თქვეს და მისი დატოვება გადაწყვიტეს.