The Witch-ის რეჟისორი რობერტ ეგერსი ახალი ფილმით გვიბრუნდება, რომლის ტრეილერსაც სტუდია A24 ავრცელებს. 4/3 ფორმატის შავ-თეთრ ფილმში მთავარ როლებს უილიამ დეფო და რობერტ პატინსონი ასრულებენ, თუმცა რომ გითხრათ, რომ ამ ფილმში მეორეხარისხოვანი როლებიც არსებობს ალბათ მოგატყუებთ.

The Lighthouse-ის ოფიციალურ IMDb გვერდზე ვხედავთ, რომ ფილმს მხოლოდ სამი პერსონაჟი ჰყავს, დეფოს და პეტისონის გმირები და ქალთევზა, რომლის როლსაც ვალერია კარამენი ასრულებს.

ფილმი საკმაოდ უცნაურ ესთეტიკას და ატმოსფეროს გვთავაზობს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს 1920-იანი წლების ფილმს უყურებდეთ, ნოსფერატუსა და დოქტორი კალიგარის მსგავსს, თუმცა უფრო თანამედროვე ხედვით. როგორც ჩანს, A24 არ ღალატობს ინტელექტუალურ ჰორორს და ამ ჟანრის განვითარებას კიდევ უფრო აქტიურად უწყობს ხელს. The Witch-ის, Hereeditary-ს და Midsommar-ის შემდეგ კი კიდევ ერთ პროექტს გვთავაზობს.