ახალი ვაჭრობის შემდეგ საქართველოს ორ მთავარ კომერციულ ბანკში, საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკში ერთი დოლარის ფასი 3 ლარი გახდა. ახალი კურსით ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. ერთი ევროს ღირებულება თიბისი ბანკში 3,3550 ლარია, საქართველოს ბანკში კი 3,363 ლარია.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი დოლარის ფასი 31 ივლისის მონაცემებით, 2,9507 ლარი გახდა. ახალი კურსით, 1 ევრო 2 თეთრით გაძვირდა და მისი ღირებულება 3,2889 ლარი გახდა.