სულ რამდენიმე წუთის წინ BBC One-მა სერიალ Peaky Blinders-ის მეხუთე სეზონის პირველი ტრეილერი გაავრცელა.

მეხუთე სეზონში ბევრ ახალ პერსონაჟს შევხვდებით. როგორც ვიცით სემ ქლაფინი სერიალის მთავარი ანტაგონისტი გახდება. ის ფაშისტი პოლიტიკოსის ოსვალდ მოსლის როლს შეასულებს. სამსახიობო გუნდს ასევე ანა ტეილორ კლარკი შეუერთდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება ახალი სეზონის სატელევიზიო პრემიერა, თუმცა როგორც BBC გვაიმედებს, დიდი ხნით ლოდინი აღარ მოგვიწევს.

ამავე თემაზე: