ერთკვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, კალიფორნიელმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ამერიკელი პოპვარსკვლავის, კეტი პერის ჰიტი Dark Horse სხვა სიმღერის საავტორო უფლებების დარღვევითაა შექმნილი.

სარჩელი ქრისტიანული რეპის შემსრულებელს, მარკუს გრეის ეკუთვნის, რომელიც ცნობილია სასცენო სახელით — Flame. ის ამტკიცებდა, რომ მისი ნამუშევრიდან, Joyful Noise, მელოდია პერის 2013 წლის ჰიტში გამოიყენეს.

Dark Horses-ის პროდიუსერი, Dr. Luke-ია, რომელთანაც პერი წარსულში თანამშრომლობდა. ორივე მათგანი სასამართლოში აცხადებდა, რომ მათ აქამდე არასდროს მოესმინათ Joyful Noise. მათ ასევე მოუხმეს ექსპერტებს იმის შესაფასებლად, რომ ორ სიმღერას შორის დიდი მსგავსება არ იყო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პერისა და მისი პროდიუსერის გარდა, პასუხისმგებლობა დაეკისრება Dark Horses-ის სიმღერის თანაავტორს, სარა ჰადსონს და მის ერთ-ერთ შემსრულებელს, Joicy J-ის. ფინალურ ფაზაში სასამართლო მოსარჩელის ზარალს შეაფასებს და გადაწყვეტს, რამდენი დაეკისრებათ პერისა და სხვა მოპასუხეებს.

შეადარეთ სიმღერები თავად:

Flume: Joyful Noise

კეტი პერი: Dark Horse