70-იანი წლების ამერიკა. გამაგრილებელი და გაზიანი სასმელების ინდუსტრიაში პეპსი ჯერ კიდევ ახალბედა მოთამაშეა და ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად სასწაულები აქვს მოსახდენი. სწორედ ამ დროს მისი ერთ-ერთი თანამშრომლის თავში გენიალური მარკეტინგული იდეა იბადება:

ზაფხულის ცხელ დღეს ქუჩაში გამვლელს პეპსის სტენდთან უფასო ცივ, გამაგრილებელ, შუშხუნა სასმელს სთავაზობენ. თან ორ ცალს. მარტივი პირობით — გასინჯვის შემდეგ, აირჩიოს ორიდან ერთი, რომელიც უფრო მეტად მოეწონება.

ფოტო: TIME

კამპანიაში მონაწილეებიდან 50%-ზე მეტმა პეპსი აირჩია, რაც სხვა სუპერპოპულარული ბრენდის არსებობის პარალელურად თითქმის რევოლუციური იყო. პეპსიმ კამპანია უფრო გააფართოვა, რეკლამები გადაიღო და ამერიკას ბრენდი სრულიად ახალი, მომგებიანი მხრიდან შესთავაზა.

The Pepsi Challenge, იგივე პეპსის გემოს გამოწვევა, რომელიც მსოფლიოში 1975 წლიდან ტარდება, წელს საქართველოში მესამედ იმართება. საზაფხულო კამპანიის ფარგლებში, შუადღის 13:30-დან ღამის 21 საათამდე, სტენდები თბილისისა და ბათუმის სხვადასხვა წერტილშია განთავსებული.

კამპანია, რომელზეც უკვე გიამბეთ, სათავეს ტეხასის შტატიდან იღებს და თითქმის 45 წლის შემდეგაც ბრენდის ყველაზე დასამახსოვრებელ კამპანიად ითვლება.

მას, ვინც პეპსის გემოს გამოწვევაში ერთვება, მარტივი წესი აქვს შესასრულებელი — ის მიმართავს ე.წ. ბრმა დაგემოვნების მეთოდს და სტენდთან ორ დაფარულ კოლას სინჯავს. მათგან ერთ-ერთი პეპსია. ის ირჩევს ფავორიტ გემოს და სწორედ ამის შემდეგ იგებს, პეპსი მოეწონა თუ სხვა კოლა.

ფოტო: Pepsi Georgia

2017 წელს, კამპანიის საქართველოში ჩატარების პირველ წელს, 52%-მა ორ უცნობ კოლას შორის ფავორიტად პეპსის გემო აირჩია, ხოლო 2018 წელს ეს არჩევანი 57%-მა გააკეთა. წელს კამპანია თბილისში 11 აგვისტოს მთავრდება და 16 აგვისტოდან ბათუმში გაგრძელდება.

იმ ადგილების შესახებ ინფორმაცია, სადაც კამპანია ჩატარდება, პეპსის ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებზე შეგიძლიათ გაიგოთ.

2019 წლის პეპსის გემოს გამოწვევის კამპანიაში ბენდი შოუთაიმიც ჩაერთო, რომელმაც მხიარული სიმღერაც ჩაწერა. მუსიკალური კლიპი Pepsi Georgia-ს ფეისბუქის გვერდზე გამოჩნდა და მსმენელების მოწონებაც დაიმსახურა.