ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მარუხის გმირების ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე 10 მეტრის სიღრმის ორმოში ჩავარდნილი კნუტი ამოიყვანეს.

სააგენტოში განსაცდელში მყოფი ცხოველის შესახებ განცხადება ცხელი ხაზის მეშვეობით შევიდა.

ინიციატორის თქმით, კატის ხმა მოსახლეობას რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდა და მის სამყოფელს მხოლოდ დღეს მიაგნეს. თხრილი საკმაოდ ღრმა იყო და კნუტის ხმა ჰაერში იფანტებოდა.

ფოტო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

მაშველები ორმოში თოკით დაეშვნენ და შეშინებული კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს, რომელიც საავტომობილო გზისგან მოშორებით, უსაფრთხო არეალში გაუშვეს.