მსახიობი რუსი ტეილორი, რომელიც 30 წლის განმავლობაში, ორ მინი-მაუსს და ასევე სიმპსონების ხალხისთვის საყვარელ პერსონაჟს, მარტინ პრინცს ახმოვანებდა, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი ქმარი უეინ ოლვაინი კი მიკი მაუსს 1986 წლიდან დღემდე ახმოვანებს.

მსახიობი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში პარასკევს გარდაიცვალა. კომპანია ვოლტ დისნეი ფაქტს ადასტურებს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

მინი-მასუმა რუსი ტეილორის გარდაცვალებით ხმა დაკარგა, 30 წელზე მეტ ხანს რუსი და მინი ერთად მუშაობდნენ, მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანის გასართობად. მათი პარტნიორობა ყველას ძალიან უყვარდა.

თქვა დისნეის დირექტორმა რობერტ იგერმა

რუსს ტეილორის, როგორც გამხმოვანებელი მსახიობის კარიერა 1980 წელს დაიწყო Strawberry Shortcake-ის ანიმაციურ სერიალში. მინიმაუსამდე კი ტეილორი ახმოვანებდა პერსონაჟებს სხვადასხვა მულტფილმებში: Heathcliff, The Smurfs, Pac-Man და My Little Pony.