კეტრინი ბერლინში მცხოვრები ხელოვანია, რომელიც ქაღალდების დახმარებით საკმაოდ შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის.

ხელოვანი დიდი ხანია, რაც ბიოლოგიითა და უფრო კონკრეტუკლად, ადამიანის სხეულის აგებულებით არის დაინტერესებული. სწორედ ამიტომ, როდესაც მას ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამავე ქალაქის რუკის დახმარებით ადამიანის ორგანოების შექმნა სთხოვეს, ის სიამოვნებით დათანხმდა — ნამუშევრებს ნათლად უნდა წარმოეჩინა ჩვენი თითოეული ორგანო და მისი თავისებურებები.

ფოტო: Katrin Rodegast - photographed by Ragnar Schmuck

სამუშაოს ყველაზე რთული ნაწილი კი საჭირო რუკების მოძიება აღმოჩნდა. "მაშინ, როდესაც სმარტფონების ეპოქაში ვცხოვრობთ, ქაღალდის რუკებს აღარავინ იყენებს და არც მაღაზიებშია მათი მოძიება მარტივი", — ამბობს ხელოვანი.

აი, მისი ნამუშევრებიც:

1. ტვინი

ფოტო: Katrin Rodegast - photographed by Ragnar Schmuck

2. ხერხემალი

ფოტო: Katrin Rodegast - photographed by Ragnar Schmuck

3. ფილტვები

ფოტო: Katrin Rodegast - photographed by Ragnar Schmuck

4. მუხლი

ფოტო: Katrin Rodegast - photographed by Ragnar Schmuck

5. გული

ფოტო: Katrin Rodegast - photographed by Ragnar Schmuck