30 ივლისს, 11:00 საათზე, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა, თბილისი) საქართველოს ფოსტა და ჯორჯიან ეარვეისი ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც პროექტს "1 ლარი და 1 თეთრი" ეხება.

პროექტი "1 ლარი და 1 თეთრი" ადგილობრივ მწარმოებლებს საშუალებას მისცემს 1კგ ტვირთი "1 ლარად და 1 თეთრად" მსოფლიოს 17 ქვეყანაში გაგზავნონ. აღნიშნული ტარიფი მოიცავს სატერმინალო მომსახურების და ავიაგადაზიდვის საფასურს.

აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში ავიაგადაზიდვების ბიზნესის განვითარება და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა.