დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იტალიის ხელისუფლებას მათი აღიარების თხოვნით მიმართავს. სახელისუფლებო გამოცემა რეს ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიაში ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა, მაურო მურჯამ განაცხადა.

"დრო მოვიდა, რათა იტალიამ თავისი ამჟამინდელი მთავრობის სახით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ავტონომიურ სახელმწიფოდ აღიაროს იმ ქვეყნების თანასწორად, რომლებიც გაეროში შედიან", — განაცხადა მურჯიმ.

მისივე თქმით, იტალიის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება აღადგენდა მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიციას და ხალხის უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.