დღეს, 27 ივლისს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 დაიწყო. სწავლება საქართველოში მეცხრედ ტარდება და 9 აგვისტომდე გაგრძელდება.

წლევანდელი სწავლების მიზანია:

  • მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება;
  • ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს;
  • მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის;
  • შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

წელს სწავლებაში 14 ქვეყანა, საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა, მონაწილეობს. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას.

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

"მრავალეროვნული სწავლება სრულიად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. Agile Spirit 2019 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სწავლებას, რომელიც საქართველოში ტარდება. აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატოში მიმავალ გზაზე", — ამ სიტყვებით გახსნა სენაკში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მრავალეროვნული სწავლება.

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო