ტელეკომპანია Hulu ახალ სერიალს იღებს, რომლის სახელიც Wu-Tang: An American Saga იქნება. სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი ცნობილი ამერიკელი რეპერი, მუსიკოსი, პროდიუსერი, მსახიობი და რეჟისორი RZA იქნება.

Hulu პირველ ტრეილერს ავრცელებს. სერიალი 10 ეპიზოდისგან იქნება შემდგარი და ცნობილი ჰიპ-ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan-ის ამბებს მოგვითხრობს.

სერიალში ითამაშებენ: ეშტონ სანდერსი, შამეიკ მური, დეივ ისტი, ჯოი ბედესი და სიდიქ საუნდერსონი.

Wu-Tang: An American Saga-ს პრემიერა 2019 წლის 4 სექტემბერს შედგება.