ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ TV პირველის ეთერში მმართველობის პრობლემებზე ისაუბრა. როდესაც გადაცემის წამყვანებმა ჰკითხეს ქვეყანას მთავრობა მართავს თუ მინისტრთან კაბინეტის გარეთ იმართება, ყოფილმა მინისტრმა უპასუხა:

"ნაწილობრივ ისე, ნაწილობრივ ასე".

მას ჰკითხეს, რა საკითხები წყდებოდა მინისტრთა კაბინეტის გარეთ ქობულიამ თქვა: "ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ".

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მიმდინარე წლის 18 აპრილს მოაწერა. მისი პოზიცია ნათია თურნავამ დაიკავა. 4 მაისს შაბათის კურიერში გავიდა ქობულიას კომენტარი, სადაც ის ამბობდა, რომ თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია. პრემიერმა კი განაცხადა, რომ მასთან ხედვებსა და მიდგომებში აცდენა ჰქონდა.