წელს მერილ სტრიპი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო მსახიობის ჯილდოს მიიღებს.

მერილ სტრიპი უდავოდ არის თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობი, რომელსაც შეუძლია რადიკალურად განსხვავებულ როლებსა და აქტივობებს მოერგოს. მისი უდიდესი წვლილი კინოსა და ტელევიზიის სამყაროში ორმოცდაათ წელს ითვლის, მისი ადრეული როლებიდან (The Deer Hunter, Kramer vs. Kramer და Sophie’s Choice) ბოლო პერიოდის როლებამდე (The Devil Wears Prada, The Iron Lady და The Post ). მისი შესრულებული როლები შეუდარებელი და უკვდავია. ტორონტოს კინოფესტივალი აღტაცებულია, რომ ასეთი უნარების მქონე სამაგალითო არტისტს მიაგებს პატივს.

ამბობს ფესტივალის ხელმძღვანელი ჯოანა ვისენტე.

მერილ სტრიპი ჯილდოს 9 სექტემბერს გამართულ საპატიო გალაზე მიიღებს. ის ასევე თამაშობს სტივენ სოდერბერგის ფილმში The Laundromat, რომლის ჩრდილო ამერიკული პრემიერაც ტორონტოს კინოფესტივალზე გაიმართება.

ფესტივალის 44-ე გამოშვება 2019 წლის 5-15 სექტემბერს გაიმართება.