12 ცვლილება, რომელსაც იგრძნობ, როგორც კი საკმარისი წყლის სმას დაიწყებ
დავიწყოთ თავიდან: იმის მიუხედავად, სად ხარ ახლა, სახლში თუ სამსახურში, ადექი და ერთი ჭიქა წყალი დალიე, რადგან სავარაუდოდ, შენც, ადამიანების უმრავლესობის მსგავსად, დეჰიდრატაციას განიცდი.
ამის შემდეგ კი უკვე შეგვიძლია, სერიოზულად ვილაპარაკოთ.
ალბათ, იცი, რომ დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი სითხე უნდა სვა, მაგრამ ეს რჩევა უკვე იმდენჯერ გექნება მოსმენილი, რომ ცოტა არარეალურიც კი ჩანს. როგორ შეიძლება, წყალი ყველას და ყველაფერს შველოდეს? არადა, მართლა შველის.
აი, ის 12 ცვლილება, რომელსაც იგრძნობ, როგორც კი წყლის საკმარისი რაოდენობით სმას შეუდგები:
1. თავიდან ცოტას მოიმატებ, არ შეგეშინდეს!
თუ წყლის აქტიურად სმის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დადგები სასწორზე, შეიძლება აღმოაჩინო, რომ წონაში მოგიმატია, მაგრამ არაფერია ასაღელვებელი. შენი სხეული ჯერაც არაა მიჩვეული წყლის მიღებას და როგორც კი შეეჩვევა, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
2. თუმცა გრძელ ვადაში - დაიკლებ
ცხიმის წვის რეჟიმში ორგანიზმის გადასაყვანად რამდენიმე ჭიქა წყლის დალევაც საკმარისია. ეს საუკეთესო გზაა მეტაბოლიზმის ასასწრაფებლად. თუ დღეში 1.5 ლიტრ წყალს დალევ, დამატებით 17 400 კალორია დაწვავ წელიწადში, ეს კი დაახლოებით 5-კილოგრამიანი კლების ტოლფასია.
3. მეტი ენერგია გექნება
ექიმები ამბობენ, რომ მსუბუქი დეჰიდრატაციაც კი ცუდად აისახება ენერგიის მარაგზე. წყლის არასაკმარისი რაოდენობის გამო ორგანიზმში სისხლის ცირკულაცია ნელდება, შედეგად, კუნთებს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ვარჯიშის დროს წყლის სმა აუცილებელია.
თუ ვარჯიშის დროს ოდესმე კუნთების ცახცახი გიგრძვნია, ეს სწორედ იმის ნიშანია, რომ მეტი წყალი უნდა დალიო.
4. მეხსიერება გაგიუმჯობესდება
ჩვენი ტვინი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული წყალზე. European Journal of Clinical Nutrition-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დეჰიდრატაციის ერთ-ერთი ყველაზე ცხადი ნიშანი მეხსიერებისა და პროდუქტიულობის გაუარესებაა.
5. ნაკლებად მოგინდება არაჯანსაღი საჭმელი
ოდესმე ყოფილხარ ისეთ სიტუაციაში, როცა შუაღამისას საყინულე გამოღებული გაქვს და ფიქრობ, ღირს თუ არა ამ ნაყინის შეჭმა? შეიძლება შიმშილის ნაცვლად, უბრალოდ გწყურია. ექიმები ამბობენ, რომ ხშირად ჩვენს ორგანიზმს ეს ორი შეგრძნება ერთმანეთში ერევა და წყლითაც შეიძლება "მაძღრად" იგრძნო თავი.
6. სახის კანი გაგიახალგაზრდავდება
იმისთვის, რომ სახის კანმა ელასტიურობა შეინარჩუნოს, ძვირადღირებული პროცედურები საჭირო არაა. როცა საკმარის წყალს არ ვსვამთ, სახის კანი იქერცლება, ნაოჭები ღრმავდება და სახე აღარ ბრწყინავს. აღსანიშნავია, რომ სიმშრალე მიკროსკოპულ ბზარებსაც აჩენს, რასაც მოგვიანებით ანთების წერტილების გაჩენა და გამონაყარი მოსდევს.
7. თავის ტკივილი აღარ შეგაწუხებს
თუ თავის ტკივილი ხშირად გაწუხებს, შესაძლოა, ერთი დიდი ჭიქა წყლით დილის დაწყებამ ცხოვრება შეგიმსუბუქოს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ჰოლანდიაში ჩატარებული კვლევა.
8. უფრო მოქნილი იქნები
ძვლებსა და მყესებს უამრავი წყალი სჭირდებათ ხრტილების გასაძლიერებლად. თუ ხშირად დარბიხარ, დიდი რაოდენობით წყალი დაგეხმარება, რომ მუხლისა და კოჭის ტრავმები აირიდო თავიდან.
9. გულის ჯანმრთელობა
წყალი სისხლს ბუნებრივად ათხელებს, რაც მაღალი წნევისგან იცავს ჩვენს ორგანიზმს. შედეგად, გულის შეტევის რისკები იკლებს.
10. ნაბახუსევს ვეღარ იგრძნობ
თუ პარასკევი საღამო სასმელის გარეშე ვერ წარმოგიდგენია, მაშინ მზადება არა იმავე დღეს, არამედ ცოტა ადრე უნდა დაიწყო. ნაბახუსევი ბევრად უფრო მარტივად ჩაივლის, თუ სხეულს სითხისგან არ გამოაშრობ. მეორე დღეს სახეც უფრო დასვენებული გექნება და ძალაც აღარ გამოგელევა.
11. შეიძლება ნაკლები ყავა დალიო
ხშირად დეჰიდრატაცია უენერგიობის სახით გვახსენებს თავს, რა დროსაც ზომბებივით ვდგებით და მადუღარას ვადგამთ, რომ მორიგი ჭიქა ყავა დავლიოთ. თუ საკმარის წყალს დალევ, გონებაც აღარ დაგებინდება და შეიძლება მხოლოდ დილის ყავა იმყოფინო.
12. იქნები ნამდვილი ეკოისტი
ალბათ, ხშირად გინახავს ადამიანები, რომლებიც ყველგან წყლის ბოთლით დადიან და ასეთ დროს უბრალოდ ფიქრობ: მეც უნდა დავიწყო მეტი წყლის სმა. შენ შეგიძლია, თავად გახდე ასეთი ადამიანი და ეკოისტის ტიტულიც დაიმსახურო.
ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და გარემოზე ზრუნვის პოპულარიზაციისათვის სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების გაერთიანებას, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობასა და გარემოზე აქტიურად ზრუნავენ. ასე ჩამოყალიბდა ეკოისტი - მოძრაობა, რომლის წევრებიც ჯანსაღი ცხოვრების წესსა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ და ცდილობენ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები