თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ის ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს, ბადრი ჯაფარიძე — თავმჯდომარის მოადგილის. ამის შესახებ ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, სადაც აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ.

"იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ანაკლია არის საციცოხლოდ მნიშნველოვნანი პროექტი, მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, ჩავმოშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი მოადგილეობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს სპეკულაცია რომ ჩვენ რამეს ვეფარებით. ამას ვაკეთებთ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და ვინმემ არ დაგვაბრალოს ჩვენ, რომ თქვენ გამო საციცოხლო პროექტი გაჩერდა", — თქვა ხაზარაძემ.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი წარუდგინა.