დავით დვალი

26 Jul. 2019, 15:18

იცით, რაშია საქმე, რომ ცარიელ დაპირებებად მეჩვენება ეს ყველაფერი. მგონია, რომ არც ბორდი უშველის მაგას, არც დადებული კონტრაქტები. ანალოგია, რაც გამოჩნდა, პირველად, ქიბარმა რომ ახსენა, რომ რაღაც უცხოელ მენეჯერს მოიყვანს, თვალწინ ის იორდანი და NTV-ში დატრიალებული ამბავი, რომელიც რაღაც პერიოდი, შედარებით თავისუფალი რეჟიმით დატოვეს და საბოლოო ჯამში, მიიღეს მონსტრი, მდაბიო, ყვითელ პრესად გადაკეთებული სრულიად უმსგავსი ტელევიზია. მე ვერ ვხედავ რეალურად გარანტიებს. თუ კეთილი ნება არ არის ამის გაკეთების, არანაირი გარანტია არ უშველის.

მინდა, მივმართო ჟურნალისტებს, რომ ეს ნუ იქნება თქვენთვის პესიმიზმის საბაბი. საბრძოლო ჯერ კიდევ არის. მგონია, რომ ასე არ დამთავრდება. კანონზომიერება თუ არსებობს სამყაროში, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე არ გამოვა, რომ სამართლიანობის აღდგენა დაერქვას ვიღაც შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის მინიჭებას და აქ დამთავრდეს, რომ ვითომ ყველაფერი კარგად არის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  2. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  3. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  4. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად
  5. რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს

მოკლედ: დღეს, 18 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომელიც ქალთა…