საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი #SpendYourSummerInGeorgia-ს კამპანიაში ჩაერთო. საქართველოს კუთხეებში ვიზიტების დროს მან ინგლისურ ენაზე ვიდეოები ჩაწერა და ტურისტებს საქართველო გააცნო.

ვიდეოები პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქგვერდით ჯგუფ Spend your summer in GEORGIA-ში აიტვირთა, რომელიც მოხალისეებმა შექმნეს. პირველი ვიდეო ზურაბიშვილმა 5 ივლის ატვირთა და ტურისტებს შავი ზღვა და ბათუმი გააცნო.

"მე ვფიქრობ ეს ერთ-ერთი ყვეალზე უნიკალური ადგილია, სადაც კულტურა ხვდება სილამაზეს", — ამბობს პრეზიდენტი და ვიდეოს დასასრულს უცხოელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს.

მეორე ვიდეო ზურაბიშვილმა დღეს, 26 ივლისს გამოაქვეყნა და ის ვაშლოვანის ნაკრძალს მიუძღვნა.

"ეს უნიკალური ადგილია ევროპასა და მსოფლიოში, სადაც ყველა კონტინენტიდან ჩამოდიან ტურისტები, რომ მტაცებელი ფრინველები ნახონ. რადგან ყველა მათგანი ამ პატარა ტერიტორიაზე იყრის თავს. ასე, რომ თუ მოგწონთ ფოტოების გადაღება უნიკალურ მტაცებელ ფრინველებთან ისინი აქ არიან, ვაშვოლავნის პარკში, კახეთში", — ამბობს ზურაბიშვილი.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში მიმდინარე ანტიოკუპაციური აქციების გამო ტურისტული ემბარგო დააწესა, მოქალაქეებმა კამპანია #SpendYourSummerInGeorgia დაიწყეს. კამპანიის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით ტურისტებს მიაწვდინონ ხმა და ჩვენი ტურისტული პოტენციალი გააცნონ.

გაიგეთ მეტი კამპანიაზე: "საქართველო, მოვდივართ"