Zombieland: Double Tap-ის პირველი ტრეილერი უკვე გამოვიდა, ფილმი 2009 წელს გამოსული Zombieland-ის სიქველია და მასში ვუდი ჰარელსონი, ჯესი ეისენბერგი, ებიგეილ ბრესლინი და ემა სტოუნი ისევ ერთიანდებიან ზომბებთან საბრძოლველად.

ბანდამ რეზიდენცია თავისუფალ თეთრ სახლში მოიწყო და როგორც ჩანს ზომბებზე ნადირობა და ოჯახური დინამიკა მეცნიერების დონეზე აიყვანა. თუმცა გამოჩნდებიან ახალი გადარჩენილები, რომლებიც სიტუაციას თავდაყირა აყენებენ. ყველაფერთან ერთად კი ისინი ახალი ტიპის ზომბებს შეხვდებიან, რომლებიც პირველი ფილმის შემდეგ განვითარდნენ მაშინ, როდესაც გმირები ქვეყნის შუაგულში მოგზაურობდნენ.

ფილმის რეჟისორი ისევ რუბენ ფლეისჩერია, რომელიც სცენარისტებთან რეტ რიიზთან და პოლ ვერნიკთან და დეივ ქალაჰამთან ერთად მუშაობდა სიქველზე. პირველმა ფილმმა ათი წლის წინ მსოფლიოს მასშტაბით $102 მილიონი მოაგროვა, კრიტიკოსებმა კი საკმაოდ კარგად მიიღეს.

ფილმის პრემიერა 2019 წლის 18 ოქტომბერს არის დაგეგმილი.