On.ge-ის სტატიის შემდეგ სოფლის სკოლის ერთადერთ მოსწავლეს ეკვილიბრიუმმა სახლში ბიბლიოთეკა მოუწყო
"არც კი დამითვლია, იმდენი წიგნია", — ამბობს On.ge-ის რეპორტაჟის გმირი და რაჭული სოფლის ერთადერთი მოსწავლე ნინო მეტონიძე, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმმა სახლში უახლესი გამოცემებით ბიბლიოთეკა მოუწყო, კომპანია გალფმა კი პლანშეტი აჩუქა. თხმორი მეათასე სოფელია, რომელსაც ეკვილიბრიუმი ეწვია.
On.ge-სთან საუბარში ნინო ყვება, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე მას სოფელ თხმორში 25 ივლისს ესტუმრა. სტუმრებს სოფლის თავში დახვდა და სახლამდე მიაცილა:
"დედაჩემმა, როგორც ყოველთვის, პურ-მარილი გაშალა. არ ველოდებოდი ასეთ საჩუქრებს, ჭკუაზე აღარ ვიყავი, აღფრთოვანებისგან ემოციები არ მყოფნიდა. პირველად რომ დავინახე, ვთქვი, იმდენი წიგნია, ამათ მთელი ზაფხული მოვუნდები-მეთქი. ზოგი წიგნი ინგლისურ ენაზეა, ზოგი — ქართულზე. დღეს დილით უკვე დავიწყე "დაკარგული სულების ქალაქის" კითხვა".
"ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი და ცოტა ჯადოსნური დღე", — ასე აფასებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი კეკელიძე რაჭაში, ნინოსთან სტუმრობას.
"მოსწავლეც და მასწავლებლებიც ნამდვილი გმირები არიან და საქართველო კი, აი, აქ არის. აქ არის, მაგრამ გადასარჩენი და მოსავლელი... ჩამოსული ბავშვების გარემოცვაში მყოფი ნინო ამაყი და ბედნიერი იყო, ცრემლს მალავდა და იღიმოდა. ჩვენც ვიღიმოდით და ცრემლს ვმალავდით. რადგან უკეთესი მომავლისთვის უნდა გაიღიმო, იბრძოლო, იშრომო და გაიღიმო", — ამბობს გიორგი კეკელიძე.
ნინო მეტონიძე 17 წლის მე-11 კლასელია ამბროლაურის რაიონის სოფელი თხმორიდან. იგი დედასთან, მაკა მეტონიძესთან ერთად ცხოვრობს. სკოლაში მეზობელ სოფელ ნამანევში დადის. იქ მისასვლელად კვირაში რამდენჯერმე ექვსი კილომეტრის მოშორებით ფეხით სიარული უწევს. მისულს კი მხოლოდ მასწავლებლები ხვდებიან. ნინო ერთადერთი მოსწავლეა.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები