დაბა მესტიაში რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლეხზირის ხეობაში, დიდი რაოდენობის ნატანი მასალის მდინარე მესტიაჭალაში ჩადინებამ მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჭალაადის მყინვარის მიმდებარე ტერიტორია დაფარულია ნატანი მასალით, განადგურდა მესტიაჭალა 1-ის ინფრასტრუქტურის ნაწილი და ათამდე მანქანა.

ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

ასევე დაზიანებულია წრნიაშიდან წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალის ორი მილი, რომლებიც ამარაგებენ დაბა მესტიას სასმელი წყლით, ამ დროისთვის დაბა მესტიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

"სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაზიანების ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან მხოლოდ სასაზღვრო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ამ დროისთვის დაბა მესტიაში ისევ გადაუღებლად წვიმს", — აცხადებენ მერიაში.