ცოტა ხნის წინ მეფე ლომის ციფრულად გაცოცხლებული ვერსიის პრემიერა შედგა, რამაც ერთი მივიწყებული თემა ისევ გამოაცოცხლა, რომელიც დისნეის ანიმაციური ფილმის ორიგინალს ეხება.

1994 წლის 24 ივნისს ვოლტ დისნეი ფიქჩერსმა მეფე ლომი გამოუშვა, რომლის კრეატიული ჯგუფი და სტუდიის აღმასრულებლები აცხადებდნენ, რომ ანიმაცია არ ეფუძნებოდა არაფერს და ორიგინალი ნარატივი იყო, რომელიც დისნეის სტუდიაში 4 წლის წინ გაჩნდა. თუმცა ამ აზრს დაუყოვნებლივ გამოუჩნდნენ ოპონენტები, ადამიანები, რომლებიც 1960 წელს გამოსული ანიმაციის, თეთრი ლომი კიმბას შესახებ იცოდნენ.

1960 გამოსული კიმბა იაპონელ ოსამუ ტეზუკას ეკუთვნის, რომელიც ასევე ავტორია საკულტო ტელესერიალის ასტრო ბიჭი, რომელიც მისივე 1950 წელს გამოსული მანგას, ჯუნგლების იმპერატორის მიხედვით გადაიღო.

1965 წელს, კიმბა იაპონიაში ტელეარხმა NBC-მ გაუშვა, რომელიც ტეზუკასთან თანამშრომლობდა. ამავე ტელეკომპანიამ 1963 წელს ასტრო ბიჭის ამერიკაში გაშვების ნებართვა იყიდა. 1964 წელს კი ტელეარხმა ტეზუკას ჰკითხა, რამე იდეა ხომ არ ჰქონდა ტელეშოუსთვის, რომელიც ინგლისურენოვანი მაყურებლისთვის გამოდგებოდა. მან არხს ჯუნგლების იმპერატორზე დაფუძნებული მულტფილმი შესთავაზა, რომლის პრემიერაც ამერიკაში 1966 წლის 11 სექტემბერს შედგა.

მეფე ლომისა და თეთრი ლომი კიმბას სიუჟეტები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ისინი ძალიან ბევრ ელემენტს იზიარებენ. ორივე აფრიკელი ლომის ბოკვერზეა, რომელთა მამებსაც პირველივე აქტში კლავენ. თუმცა კიმბას რამდენიმე ადამიანი პერსონაჟი ჰყავს და აქცენტს უფრო ცივილიზაციის და ბუნების კონფლიქტზე აკეთებს. ტეზუკას იაპონელი და ამერიკელმა ფანებმა ანიმაციებს შორის მსგავსებებს ხაზი გაუსვეს და აღნიშნეს, რომ თუ ეს ყველაფერი დამთხვევაა, შეგვიძლია ყველა დროის ყველაზე მაღალი წოდების დამთხვევად ვაღიაროთ.