ბენედიქტ ქამბერბაჩმა მარველის სამყაროში ფეხი დოქტორ სტრეინჯის სტატუსით შედგა თუ არა, ინტერნეტში მითქმა-მოთქმა ატყდა. პროცესში კომიქსების მოყვარულები, Marvel-ისა და ბენედიქტის ფანები ერთდროულად ჩაერთნენ და ფილმი გამოსვლამდე ათასი ჭორისა და სპოილერისთვის გაიმეტეს. მაგრამ ყველაზე ხმაურიანი ჭორი ან იქნებ სპოილერიც თავად ქამბერბაჩმა გაავრცელა და ინტერნეტიც ახმაურდა.

ვიხილავთ თუ არა ორ შერლოკს შურისმაძიებლებში? ეს კითხვა მსოფლიო ინტერნეტის ინტერესის სფეროა.

რა გახდა ჭორების მიზეზი და მართლა უნდა ველოდოთ თუ არა დოქტორ სტრეინჯს შურისმაძიებლებში?

Empire Magazine-თან ინტერვიუში, დოქტორ სტრეინჯის მომავალზე საუბრისას, ბენედიქტმა, როგორც ქართველ პოლიტიკოსებს შეშვენით, ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

ოფიციალური წყაროებისგან ინფორმაცია არ დასტურდება. თუმცა, ასეც რომ მოხდეს, უახლოეს მომავალში შურისმაძიებლების ხილვას ვერ მოვახერხებთ, მსოფლიო კინოთეატრები ჯერ დოქტორ სტრეინჯის პრემიერას ელოდებიან. რას გვთავაზობს ფილმი ამაზე ტრეილერის მიხედვით შეგიძლიათ იმსჯელოთ.