რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ გვაქვს — მერიის პასუხი მაჩალიკაშვილის კარვის დადგმაზე
პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარვის გაშლის ნება თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო არ მისცა, მერიაში კი ამ ინფორმაცია უარყოფენ.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის თქმით, მერიას რუსთაველზე არაფერი აქვს დაგეგმილი და შესაბამისად, ეს ვერც გახდება გამოხატვის თავისუფლებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი.
"გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში და ამის შეზღუდვა არ შეუძლია არც თბილისის მერიას და არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას. გამოხატვის თავისულებას აქვს თავის ფორმა და კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს", — განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
მან ივარაუდა, რომ პოლიციას მხედველობაში ექნებოდათ შეკეთებითი სამუშაოები, რომელიც მუდმივად ხორციელდება არამხოლოდ რუსთაველზე, მთელ ქალაქში.
"შეიძლება იქაც არის და რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამას უზრუნველყოფს, თუ ხელს შეგვიშლის ეს პროცესი, მოხდება შესაბამისი კომუნიკაციის გზით ამ პროცესის დარეგულირება. ამ ეტაპზე, მერიის მხრიდან, რაიმე ხელის შემშლელი გარემოება სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მიმართ არ არსებობს", — განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუმარტეს, რომ პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილს უთხრა, რომ "მათი ინფორმაციით, ადგილზე კოსმეტიკური რემონტი იგეგმებოდა". ის, თუ რას ეყრდნობოდა პოლიცია კარვის დადგმის აკრძალვის დროს ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს რუსთაველზე კარვის გაშლა სურს, თუმცა პოლიცია ამის უფლებას არ აძლევს. სამართალდამცავები ამბობდნენ, რომ ქალაქის მერია მიმდებარე ტერიტორიაზე ფილების აყრას და რეაბილიტაციას გეგმავდა და კარვის გაშლა მიზანშეწონილი არ იყო.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები