ნაიკის უიშვიათესი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც 1972 წელს ამავე კომპანიის თანადამფუძნებელმა, ბილ ბერმანმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე მორბენალი სპორტსმენებისთვის შემქნა, ცოტა ხნის წინ რეკორდულ ფასად, $437,500 გაიყიდა.

ფეხსაცმელი კოლექციონერმა მაილს ნადალმა ნიუ-იორკის სოთბის აუქციონზე იყიდა, რათა ტორონტოში, საკუთარ მუზეუმში გამოფინოს.

ფოტო: sotherbys.com

მსგავსი შემთხვევა ბოლოს 2017 წელს მოხდა, როდესაც ცნობილი ამერიკელი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, კალათბურთის ფინალურ შეხვედრაში ეცვა, აუქციონზე $190,373 გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ბოვერმანის მიერ შექმნილი ნაიკის ფეხსაცმელი მსოფლიოში სულ 12 წყვილი არსებობს. სოთბის აუქციონზე მისი საწყისი ფასი $80,000 იყო.