"ეს არის კიდევ მეორე საკითხი, რომელშიდაც არ უნდა ჩაერიოს პრეზიდენტი", — ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მანამდე ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ჰკითხეს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ თუ ამ საკითხზე კომენტრს გააკეთეს, ეს უშუალოდ ჩარევა იქნება.

მისი თქმით, რუსთავი 2-ის საქმე — ეს არის პირადი, კომერციული საკითხები, "სადაც უნდა გაერკვენ სასამართლოს მეშვეობით, თუ არა სასამართლოს მეშვეობით, მაგრამ არა პრეზიდენტის ჩარევით".

"ჩემი სათქმელი ამ საკითხზე იყო ჩემს განცხადებაში, რომელიც აღნიშნავდა ერთის მხრივ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო საქართველოსთვის და ჩვენს რეალობაში, იმითი რომ აღიარა ჩვენი სასამართლოს მიუკერძოებლობა და ეს არის ისეთი ფაქტი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ყოველდღიურად", — თქვა პრეზიდენტმა.